ბათუმში, სუს-ის შენობის შესასვლელთან გაჩერებული „გირჩის“ წევრის ავტომანქანის გადატანას ევაკუატორით ცდილობენ

ბათუმში, სუს-ის შენობის შესასვლელთან გაჩერებული „გირჩის“ წევრის ავტომანქანის გადატანას ევაკუატორით ცდილობენ

ბათუმში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან „გირჩი მეტი თავისუფლებისთვის“ წევრები აქცია პერფორმანს მართავენ. პარტიის წევრებმა, პროტესტის ნიშნად სუს-ის შენობის მთავარ შესასვლელთან ავტომობილი გააჩერეს და თანამშრომლების გადაადგილებას აფერხებენ.

აქციის მონაწილეები რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.

ამ წუთებში სუს-ის შენობასთან სამართალდამცავები არიან მობილიზებული და მსუბუქი ავტომობილის ევაკუატორით გადატანას ცდილობენ. ადგილზე სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს.

იხილეთ ვიდეო:ბათუმში, სუს-ის შენობის შესასვლელთან გაჩერებული „გირჩის“ წევრის ავტომანქანა ევაკუატორით გადაიტანეს