ლენტეხის მუნიციპალიტეტში საქველმოქმედო აქცია გაიმართა

ლენტეხის მუნიციპალიტეტში საქველმოქმედო აქცია გაიმართა

ლენტეხის მუნიციპალიტეტში საქველმოქმედო აქცია გაიმართა. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ლენტეხის მერის გია ონიანის მხარდაჭერით, მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური სამსახურის ინიციატივით და ორგანიზებით, მოსახლეობას ქუთაისის მიკროქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკა ,,ოფთალმიჯის" ექიმებმა, თვალის უფასო კონსულტაცია და გამოკვლევები ჩაუტარეს.

მათივე ინფორმაციით, კონსულტაციის ფარგლებში გამოვლინდა რამდენიმე ბენეფიციარი, რომლებსაც ქუთაისში, საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში, ჩაუტარდებათ ქირურგიული (ოპერაცია) მომსახურეობა.

საქველმოქმედო აქციის მიმდინარე პროცესს, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გია ონიანი გაეცნო.

"ჩვენ მზად ვართ მსგავს აქციებს მივცეთ უფრო ხშირი ხასიათი, რაც მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობისათვის მეტად მნიშვნელოვანია და ის მომავალში ყველა თემში გაგრძელდება", - აღნიშნა მერმა.