აჭარის მთავრობის სახლთან ხმაური და დაპირისპირება იყო

აჭარის მთავრობის სახლთან ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს. მათ მთავრობის სახლთან რკინის კონსტრუქცია, ე.წ საკანი მიიტანეს.
მთავრობის სახლის მთავარ შესასვლელთან ოპოზიციის წევრებს სამართალდამცავებმა საკნის დადგმის საშუალება არ მისცეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
„საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ყველაფერი გადადო ქვეყნის სიყვარულისთვის, ჩამოვიდა უკრაინიდან, იგი ახლა რუსულ ციხეში ზის და ქართველი ხალხი მალე გაუღებს კარს",- აცხადებენ აქციის მონაწილეები.

























