ბათუმის მერია ცენტრალური პარკის ინფრასტრუქტურას ანახლებს

ბათუმის მერია ცენტრალური პარკის ინფრასტრუქტურას ანახლებს

ბათუმის მერია ცენტრალური პარკის ინფრასტრუქტურას ანახლებს. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბათუმის ცენტრალურ პარკში 300-მდე ახალი საბაღე სკამი ეტაპობრივად განთავსდება, მათ შორის, სანათიანი სკამები. ამასთან, პარალელურად იგეგმება 10-მდე საბაღე მონუმენტისა და 80 ახალი სანაგვე ურნის დადგმა. მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე პარკის ტერიტორიაზე 2 ჩოგბურთის მაგიდა განთავსდა.

როგორც ბათუმის მერიაში აღნიშნავენ, ტბის ირგვლივ დასრულდა ახალი განათების სისტემის მონტაჟი. პარკში გამწვანების სამუშაოები ყოველდღიურად მიმდინარეობს, ასევე პერმანენტულად იწმინდება არსებული ტბა. ცენტრალური პარკის განახლებისთვის 1 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო.