ზუგდიდში  „ნაციონალური მოძრაობის" აქცია - პერფორმანსზე ერთი პირი დააკავეს

ზუგდიდში  „ნაციონალური მოძრაობის" აქცია - პერფორმანსზე ერთი პირი დააკავეს

ზუგდიდში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებულ აქცია - პერფორმანსზე ერთი პირი დააკავეს.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ანა წითლიძემ მხარდამჭერებთან ერთად სუს-ის ოფისთან "შპრიცები" და თეთრი ფხვნილი მოიტანა.

მისი თქმით, პერფორმანსი სამართალდამცავების კრიმინალებთან კავშირს გამოხატავს.

პოლიციამ მათ მოუწოდა, აღნიშნული ნივთები ტერიტორიიდან გაეტანათ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.