აჭარაში აქცია ლოზუნგით "თავისუფლება მიშას" იმართება

აჭარაში აქცია ლოზუნგით "თავისუფლება მიშას" იმართება

"თავისუფლება მიშას" - ამ ლოზუნგით აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობასთან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები და მათი მხარდამჭერები შეიკრიბნენ. როგორც მათ განაცხადეს, "ქართული ოცნების" ციხიდან საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს.

მათივე თქმით, ქვეყნის აღმშენებელი ციხეში არ უნდა იჯდეს. აქციას აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ელგუჯა ბაგრატიონიც შეუერთდა.

„მიხეილ სააკაშვილი, ბიძინა ივანიშვილის და პირადად პუტინის პატიმარია, ის უნდა გათავისულდეს, რადგან ქართველ ხალხს სჭირდება. მიხელ სააკაშვილმა ქვეყნის განვითარება უნდა გააგრძელოს და ჩვენ მისი გათავისუფლების მოთხოვნით აქციებს გავაგრძელებთ",- აცხადებენ შეკრებილები