ზუგდიდში ოპოზიციის აქციაზე მოქალაქეები იკრიბებიან

ზუგდიდში ოპოზიციის აქციაზე მოქალაქეები იკრიბებიან

ზუგდიდში ოპოზიციის აქციაზე მოსახლეობა იკრიბება. აქციას მოქალაქეები სამეგრელოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან უერთდებიან.

ისინი არჩევნების მეორე ტურის შედეგებს აპროტესტებენ და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვენ.

აქცია 21:00 საათზე, ზუგდიდში “ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციის მიმდებარედ გაიმართება.