ირაკლი ჩიქოვანი - ზუგდიდელებმა მხარი დაუჭირეს, რომ ჭეშმარიტად ზუგდიდელი ადამიანი იყოს ზუგდიდის მერი, ღირებულებითი არჩევანი გააკეთეს

ირაკლი ჩიქოვანი - ზუგდიდელებმა მხარი დაუჭირეს, რომ ჭეშმარიტად ზუგდიდელი ადამიანი იყოს ზუგდიდის მერი, ღირებულებითი არჩევანი გააკეთეს

ზუგდიდელებმა მხარი დაუჭირეს იმას, რომ ჭეშმარიტად ზუგდიდელი ადამიანი იყოს ზუგდიდის მერი. გააკეთეს ღირებულებითი არჩევანი. მათ კიდევ ერთხელ უთხრეს უარი “ნაციონალურ მოძრაობას” ზუგდიდში,-ამის შესახებ “ქართული ოცნების” ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც თვითმმართველობის არჩევნებზე მმართველი პარტიის ზუგდიდის მერობის კანდიდატის, მამუკა წოწერიას გამარჯვება შეაფასა.

ჩიქოვანი დარწმუნებულია, რომ მამუკა წოწერია იქნება ისეთი მერი, რომელიც ზუგდიდს მეტად მიმზიდველს გახდის.

“გუშინდელი დღე საკამოდ დაძაბული იყო, სამწუხაროდ, ამ დაძაბულობის წყარო იყო “ნაციონალური მოძრაობა” და მათი აქტივი, ასევე გულდაწყვეტით მინდა ვთქვა, რომ იყვნენ იმ მედიის წარმომადგენლები, ვინც პრაქტიკულად “ნაციონალურ მოძრაობის” გაგრძელებას წარმოადგენენ. დაძაბულობის მიუხედავად, საარჩევნო დღემ ნორმალურად ჩაიარა, საარჩევნო პროცედურები იყო დაცული, წილი ნაყარია, მამუკა წოწერია უკვე ზუგდიდის მერია. მოლოდინი იმისა, რომ ოპოზიცია რაიმე შედეგს აღიარებდა გარდა მათი გამარჯვებისა, ჩვენ არ გვქონია. რა თქმა უნდა, არსებობს შესაბამისი პროცედურები, რომელსაც შეუძლია მიმართონ, მაგრამ დარწმუნებული ვართ, რომ შედეგი არ შეიცვლება! ზუგდიდელების მხრიდან შედეგი არის თავისუფალი არჩევანი.

ზუგდიდელებმა მხარი დაუჭირეს იმას, რომ ჭეშმარიტად ზუგდიდელი ადამიანი იყოს ზუგდიდის მერი და რა თქმა უნდა, ღირებულებითი არჩევანი გააკეთეს. მათ კიდევ ერთხელ უთხრეს უარი “ნაციონალურ მოძრაობას” ზუგდიდში”, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.