ფოთში, 17:00 საათის მონაცემებით, საკუთარი არჩევანი გააკეთა 17 160 მოქალაქემ, რაც რეგისტრირებული ამომრჩევლის 41,83 %-ს შეადგენს

ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის სალომე როდონაიას ინფორმაციით, 17:00 საათის მონაცემებით, ფოთში საკუთარი არჩევანი გააკეთა 17 160 მოქალაქემ, რაც რეგისტრირებული ამომრჩევლის 41, 83 % -ს შეადგენს. მისივე თქმით,ოლქში შესულია 14 საჩივარი, რომლებიც პროცედურულ დარღვევებს და საარჩევნო უბნების გარე პერიმეტრზე აგიტაციას შეეხება.
“არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. საარჩევნო უბნებზე სიწყნარეა, მხოლოდ ზოგან გარე პერიმეტრზე იყო ხმაური. ამომრჩეველთა აქტივობა ნორმალურია", - განაცხადა სალომე როდონაიამ.
ცნობისთვის, ფოთში მერობისთვის ორი კანდიდატი იბრძვის. „ქართული ოცნებიდან“ ბექა ვაჭარაძე და გაერთიანებული ოპოზიციიდან - გიგი უგულავა.
























