პრეზიდენტ ზელენსკისთან ნაბიჯები განვიხილეთ, რომლებსაც უკრაინა დგამს, რათა თავისი ადგილი დაიმსახუროს ჩვენს ოჯახში. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
ახლა პუტინზეა დამოკიდებული დაამტკიცოს, რომ მას ნამდვილად სურს მშვიდობა, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი რომში უკრაინელ კოლეგა, ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართული შეხვედრის შემდეგ X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
ვაზისუბნის 62-ე საარჩევნო უბანთან, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიასა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს - ბექა დავითულიანსა და გიორგი ამილახვარს შორის სიტყვიერი დაპირისპირება და შეხლა-შემოხლა მოხდა.
აღნიშნულ უბანზე დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც შუქი ჩაქრა და ადგილზე ნიკა მელია მივიდა.
დაპირისპირება ამ წუთებში „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს შორის გრძელდება.