საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

12345678910111213141516171819
ბიზნესისა და ეკონომიკის სიახლეები
პროფილი
მამუკა ხაზარაძე
პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ ლიდერი
ბადრი ჯაფარიძე
„ლელო საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე
ნიკა მელია
კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი
შალვა პაპუაშვილი
პარლამენტის თავმჯდომარე
207
პროფილი
ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-:-
Loaded: 0.00%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-:-
 
1x
დღის სხვა სიახლეები
Walmark - 10 წელი საქართველოში: პირველი საკვები დანამატების ბრენდი, რომელმაც მოსახლეობაში ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა დანერგა

2025 წელი ქართული ფარმაცევტული სექტორისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია – Walmark, პირველი საკვები დანამატები საქართველოში, 10 წლის იუბილეს აღნიშნავს. ეს ათწლეული წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს პერიოდს, რომლის განმავლობაშიც კომპანიამ ფუნდამენტურად შეცვალა საზოგადოების დამოკიდებულება ჯანმრთელობის მიმართ და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა პრევენციული მედიცინის განვითარებაში.

2014 წლის ბოლოს, როდესაც Walmark ქართულ ბაზარზე გამოჩნდა, იგი იყო პირველი საერთაშორისო ბრენდი, რომელმაც საქართველოში საკვები დანამატების (ბადების) კატეგორია წარმოადგინა. კომპანიამ არა მხოლოდ საფუძველი ჩაუყარა ამ სფეროს განვითარებას, არამედ საკვები დანამატები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის განუყოფელ ნაწილად აქცია, რამაც შემდგომში მთლიანი ბაზრის მნიშვნელოვანი გაფართოება და დივერსიფიკაცია განაპირობა.

Walmark-ის პროდუქტებმა – ვიტაფეროლი, ვიადერმი, მარსიანჩიკი, ვარიქსინალი, ართროსტოპი, ბიოპრონი და სხვა – მოკლე დროში მოიპოვეს მომხმარებელთა მაღალი ნდობა და აღიარება. მისი ბესთსელერი ბრენდებიდან ვიტაფეროლი, რომელიც ერთადერთი სუფთა სახის D ვიტამინია ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე, უკვე სამი წელია D ჯგუფის ვიტამინებში ბაზრის ლიდერად რჩება, ორჯერ დაჯილდოვდა პრესტიჟული Golden Brand-ის ჯილდოთი, როგორც მომხმარებლის რჩეული და საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი D ვიტამინი, ამავდროულად, 2017 წლიდან ის რეკომენდებულია ნეონატოლოგთა ასოციაციის მიერ, როგორც ყველაზე უსაფრთხო D ვიტამინი პატარებისთვის. ვიადერმი პირველი ნუტრიკოსმეტიკაა საქართველოში, რომელმაც შეუწყო ხელი და წარმატებით დანერგა ინოვაციური კონცეფცია "სილამაზე შიგნიდან იწყება". მარსიანჩიკი კი 2016 წელს, შემოსვლიდან ძალიან მალევე, გახდა პედიატრთა აკადემიის რჩეული, იქცა ბავშვების ჯანსაღი ზრდის ხელშეწყობისთვის მშობლების საიმედო მხარდამჭერად და პატარების საყვარელ ვიტამინების ბრენდად.

"როცა, ათი წლის წინ, Walmark საქართველოს ბაზარზე წარმოვადგინეთ, საკვები დანამატების კულტურა თითქმის არ არსებობდა. ჩვენ არა მხოლოდ შემოვიტანეთ ევროპაში აპრობირებული ხარისხიანი პროდუქცია, არამედ ჯანდაცვის სრულიად ახალი მიმართულების განვითარება დავიწყეთ. ამ გზას ექიმებთან, ფარმაცევტებთან და, უპირველეს ყოვლისა, მომხმარებლებთან ერთად გავდიოდით. დღეს Walmark-ის გავლენა მხოლოდ გაყიდვებით არ იზომება - საზოგადოების ცნობიერებაში ჯანმრთელობის პრევენციის მნიშვნელობა უფრო გააზრებულია. ეს ჩვენთვის დიდი მიღწევაა.

საქართველოს წამყვან ექიმებთან ერთად განხორციელებულმა ჩვენმა ინოვაციურმა პროექტებმა და სოციალურმა კამპანიებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ცნობადობის გაზრდას იმ სასიცოცხლო ვიტამინებისა და დანამატების შესახებ, რომელთა დეფიციტი ხშირია თანამედროვე ცხოვრებაში. ამან კი მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მომხმარებლის ახალი, ჯანმრთელობაზე ორიენტირებული ქცევის ჩამოყალიბებაზე. დღეს სულ უფრო მეტი ადამიანი მოიხმარს საკვებ დანამატებს საკუთარი ჯანმრთელობის, ახალგაზრდობისა და სილამაზის შესანარჩუნებლად", - აცხადებს ლიკა ლობჟანიძე, ფარმაცევტული კომპანია "არტფარმას" დამფუძნებელი და Walmark-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.

Walmark 40 წელზე მეტია ზრუნავს ადამიანების ჯანმრთელობაზე და ხარისხითა და ინოვაციური მიდგომებით, ევროპაში საკვები დანამატების წარმოების მიმართულებით, ლიდერის პოზიციებს იკავებს. იუბილეს აღსანიშნავად, კომპანიამ საქართველოში პორტფოლიო გააფართოვა და ქართველ მომხმარებლებს ცნობილი გლობალური ბრენდი "ვიტრუმი" დაუბრუნა. ვიტრუმს ჩვენს ქვეყანაში 25-წლიანი გამოცდილება აქვს, მის ვიტამინებზე თაობები აღიზარდა და ადამიანების ცნობიერებაში დამკვიდრებულია როგორც ევროპული, მაღალი ხარისხის ვიტამინებისა და მინერალების ნიმუში. დღესდღეობით, საქართველოში Walmark 50-მდე დასახელების ბრენდით არის წარმოდგენილი, რომლებიც ყველა სააფთიაქო ქსელშია ხელმისაწვდომი.

Walmark-ის წარმომადგენლობა საქართველოში მადლობას უხდის მომხმარებლებს, ექიმებს, ფარმაცევტებსა და პარტნიორებს, ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ათი წლის განმავლობაში შეუწყო ხელი ბრენდს საკუთარი მისიის შესრულებაში, - იზრუნოს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე და გაზარდოს ხელმისაწვდომობა მაღალი ხარისხის საკვებ დანამატებზე მთელი ოჯახისთვის.

(R)

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 08.05.2025
„უძველესი სავაჭრო გზებიდან მომავლის ბაზრებამდე 2035“ – მადრიდში ესპანურ-ქართული ბიზნესალიანსის გრძელვადიანი ხედვის პრეზენტაცია გაიმართა
„მთავარია გჯეროდეს“  - თიბისის ახალი გზავნილი
m²-ისა და „ფუნდუკის“ თანამშრომლობა ყოველდღიური ცხოვრების სტილისთვის
BGA-ს დამფუძნებლები ნათია თურნავასგან „საქართველოს კაპიტალის“ და მისი ხელმძღვანელის ქმედებების შესწავლას ითხოვენ
„ვისოლის“ გათამაშებაში პირველი წყვილი ავტომობილი  BMW X1 გორში მოიგეს