„ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის თანამშრომლის, ნენე დალაქიშვილის განცხადებით, ზუგდიდის 26-ე უბანზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა ხელი დაარტყა

„ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის თანამშრომლის, ნენე დალაქიშვილის განცხადებით, ზუგდიდის 26-ე უბანზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა ხელი დაარტყა

ზუგდიდის 26-ე უბანზე „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის წარმომადგენელ ნენე დალაქიშვილსა და „ქართული ოცნების“ დამკვირვებელს შორის დაპირისპირება მოხდა.

როგორც ნენე დალაქიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მმართველი პარტიის მხარდამჭერი მას ფიზიკურად გაუსწორდა. მისი თქმით, უბანზე ე.წ. კარუსელის დატრიალების მცდელობას ჰქონდა ადგილი, რაზეც შენიშვნა გამოთქვა. დაპირისპირება მასსა და “ქართული ოცნების” მხარდამჭერს შორის სწორედ ამის შემდეგ მოხდა.

„ხელი დამარტყა უბნის გარეთ. მივედი ერთ-ერთ დამკვირვებელთან, რომელიც „კარუსელის“ დატრიალებას ცდილობდა. ამაზე შენიშვნა მივეცი, რაზეც უკვე ფიზიკურად შემეხო“, - განაცხადა ნენე დალაქიშვილმა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.