12:00 საათის მონაცემებით, ფოთში საკუთარი არჩევანი გააკეთა 7 335 მოქალაქემ, რაც რეგისტრირებული ამომრჩევლის 17, 88 % -ს შეადგენს

12:00 საათის მონაცემებით, ფოთში საკუთარი არჩევანი გააკეთა 7 335 მოქალაქემ, რაც რეგისტრირებული ამომრჩევლის 17, 88 % -ს შეადგენს

ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 12:00 საათის მონაცემებით, ფოთში საკუთარი არჩევანი გააკეთა 7 335 მოქალაქემ, რაც რეგისტრირებული ამომრჩევლის 17, 88 % -ს შეადგენს.

ოლქის ინფორმაციით, დაწერილია 9 საჩივარი, რომელიც პროცედურულ დარღვევებს და საარჩევნო უბნების გარე პერიმეტრზე აგიტაციას შეეხება. მათივე განმარტებით, ეს არჩევნების მიმდინარეობაზე გავლენას ვერ მოახდენს.

ცნობისთვის, ფოთში მერობისთვის ორი კანდიდატი იბრძვის, „ქართული ოცნებიდან“ ბექა ვაჭარაძე და ოპოზიციიდან გიგი უგულავა.