ზუგდიდში, მე-20 უბანთან, მოძრაობა „საქართველოს” წევრ გიორგი მუმლაძესა და „ქართული ოცნების” მერობის კანდიდატს, მამუკა წოწერიას შორის დაპირისპირება მოხდა

ზუგდიდში მე-20 უბანთან მოძრაობა „საქართველოს” წევრ გიორგი მუმლაძესა და „ქართული ოცნების” მერობის კანდიდატს, მამუკა წოწერიას შორის დაპირისპირება მოხდა.
გიორგი მუმლაძე მამუკა წოწერიასა და მის მხარდამჭერებისგან ითხოვდა პასუხს კითხვაზე, თუ რატომ არ ჰქონდა მას ზუგდიდში ყოფნის უფლება, ვინაიდან დღეს მე-20 უბანთან მას უთხრეს “ქართული ოცნების” მხარდამჭერებმა, რომ რადგანაც ადგილობრივი არ არის, ზუგდიდში ყოფნის უფლება არ აქვს.
მუმლაძე მიიჩნევს, რომ ამგვარი მიდგომა სეპარატიზმს შეიცავს. დაპირისპირება მხარეებს შორის სწორედ ამის გარკვევას მოჰყვა.
"რატომ დამიძახეს, აქ რა გინდა, ზუგდიდშიო?! რას ნიშნავს ეს, ვერ გავიგე. საქართველოს მოქალაქე ვარ და არ უნდა მითხრან, რა გინდა ზუგდიდშიო”, - მიმართა გიორგი მუმლაძემ მამუკა წოწერიას.
წოწერიამ კი უთხრა, რომ სეპარატიზმი არაფერ შუაშია.
ამ დაპირისპირების შემდეგ კი პოლიციამ სულ 5 პირი დააკავა.
























