დავით გაბაიძე - დარწმუნებული ვარ, საზოგადოება არჩევანს მომავლის სასარგებლოდ გააკეთებს

დავით გაბაიძე - დარწმუნებული ვარ, საზოგადოება არჩევანს მომავლის სასარგებლოდ გააკეთებს

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, ბათუმის 49-ე საარჩევნო უბანზე, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ხმის მისაცემად, მეუღლესთან ერთად მივიდა.

"არჩევანი გავაკეთე ბათუმისა და ჩვენი ქალაქის მოსახლეობის საკეთილდღეოდ. ხმა მივეცი მშვიდობას, სტაბილურობას, ადამიანის ღირსების დაცვას და სამართლიანობას. დარწმუნებული ვარ, საზოგადოება არჩევანს გააკეთებს მომავლის სასარგებლოდ. მჯერა, პირველის მსგავსად, მეორე ტურიც დემოკრატიული პრინციპების სრული დაცვით ჩატარდება. აქედან გამომდინარე, მინდა თანამოქალაქეებს მოვუწოდო - მობრძანდნენ საარჩევნო უბნებზე და გამოხატონ ნება", - განაცხადა დავით გაბაიძემ.