ბექა ვაჭარაძე - ხმა მივეცი კანდიდატს, რომელსაც შეუძლია იზრუნოს ფოთის განვითარებაზე საკრებულოს უმრავლესობასა და ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად

ბექა ვაჭარაძე - ხმა მივეცი კანდიდატს, რომელსაც შეუძლია იზრუნოს ფოთის განვითარებაზე საკრებულოს უმრავლესობასა და ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად

ფოთში საკუთარი არჩევანი დააფიქსირა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა. ბექა ვაჭარაძე 30-ე საარჩევნო უბანზე ოჯახთან ერთად მივიდა. მისი განცხადებით, ხმა ქვეყნისა და ქალაქის განვითარებას მისცა.

„მე ხმა მივეცი კანდიდატს, რომელსაც შეუძლია იზრუნოს ამ ქალაქის განვითარებაზე საკრებულოს უმრავლესობასთან, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად და შეუძლია გააერთიანოს ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანები ზედმეტი სიბინძურის და სიყალბის გარეშე საერთო წარმატებისთვის. ჩვენი ინტერესია, რომ მშვიდად წარიმართოს საარჩევნო პროცესი იმიტომ, რომ არეულობა აწყობს იმას, ვინც აგებს და ჩვენ ვიგებთ“, - განაცხადა ბექა ვაჭარაძემ.