ბათუმის 55-ე საარჩევნო უბანზე, სადაც „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი არჩილ ჩიქოვანი ხმას აძლევდა, ხმაური იყო

ბათუმის 55-ე საარჩევნო უბანზე, სადაც „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი არჩილ ჩიქოვანი ხმას აძლევდა, ხმაური იყო

ბათუმის 55-ე საარჩევნო უბანზე, სადაც „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი არჩილ ჩიქოვანი ხმას აძლევდა, ხმაური იყო. ჩიქოვანს ადგილზე ერთ-ერთი სამოქალაქო აქტივისტი-დამკვირვებელი ალექსანდრე მილორავა ფოტოსურათით დახვდა. აღნიშნული ფოტოსურათი არჩილ ჩიქოვანს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან ერთად ჰქონდა გადაღებული.

ალექსანდრე მილორავამ ჩიქოვანს მიმართა, სურათზე ავტოგრაფი დაეტოვებინა. საარჩევნო უბნის თავმჯდომარემ მილორავას საარჩევნო უბნის დატოვება მოსთხოვა.

არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, ეს არის მორიგი დაგეგმილი პროვოკაცია ოპოზიციის მხრიდან.

როგორც ჩიქოვანმა ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მხარი დაუჭირა უკეთეს მომავალს.

"მე ხმა მივეცი, ჩვენი ქალაქის მომავალ განვითარებას, უკეთეს ბათუმს. ბუნებრივია, ჩვენი თანაქალაქელები გააკეთებენ არჩევანს ბნელ წარსულსა და უკეთეს მომავალს შორის. დარწმუნებული ვარ ჩვენი ქალაქი არასდროს დაბრუნდება წარსულში", - აცხადებს არჩილ ჩიქოვანი.