"ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას" გენერალური დირექტორი ზაზა მამულაიშვილი და "გრინ კაპიტალი" განცხადებას ავრცელებენ

კიდევ ერთხელ გვსურს გამოვეხმაუროთ თვითმარქვია კომპანიის ე.წ. "ფრონტერა რისორსიზ" წარმომადგენლის, ყოფილი თბილისის პროკურორის მაია მწარიაშვილის და საადვოკატო კომპანია ბლბ-ის განცხადებას სხვადასხვა მედიასაშუალებებში იმასთან დაკავშირებით რომ ისინი აგრძელებენ თანამშრეომლობას საქართველოს მთავრობასთან. უპირველეს ყოვლისა განვმარტავთ, რომ მათ არ გააჩნიათ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილება ისაუბრონ „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენის“ და "ფრონტერა რისორსიზ კორპორეიშენის" სახელით. რამეთუ „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენის“ საქართველოს ფილიალის გენერალურ დირექტორს, ზაზა მამულაიშვილს არ გაუცია არანაირი უფლებამოსილება მათზე და მათ შორის არც საოპერაციო კომპანია "ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას". "ქართული ოცნების" თბილისის ყოფილი პროკურორი წარმოადგენს „ფრონტერა რისორსიზ იუ.ეს. ელ-ელ-სი“-ს, რომელსაც სტოკჰოლმის საერთაშორისო არბიტრაჟმა თავისი 2020 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებით, უარი უთხრა ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების უფლება-მოვალეობების გადაცემაზე, არ სცნო ხელშეკრულების მხარედ რადგან არ დააკმაყოფილა ფინანსურ-ტექნიკური მოთხოვნები, რომელსაც წესით უნდა აკმაყოფილებდეს ნავთობისა და გაზის ოპერაციების განხორციელებაზე უფლებამოსილი სუბიექტი პროდუქციის წილობრივი განაწილების კონტრაქტის შესაბამისად. „ფრონტერა რისორსიზ იუ.ეს. ელ-ელ-სი“-ში მხოლოდ დირექტორია ფიქტიურად რეგისტრირებული, კომპანიას არ ჰყავს თანამშრომლები, არ აქვს ოფისი, არასოდეს არ განუხორციელებია ინვესტიცია და არ უწარმოებია რაიმე სახის ნავთობის და გაზის ოპერაციები. აღნიშნული დასტურდება მაია მწარიაშვილის კოლეგის ბლბ-ის ადვოკატ ანა რეხვიაშვილის განცხადებებით საჯარო რეესტრსა და სასამართლოში, სადაც მათ უარი ეთქვათ ყველა უფლების გადაცემაზე და სასამართლო გადაწყვეტილების ბათილად ცნობაზე. აღნიშნულ კომპანიას ასევე ორჯერ ეთქვა უარი საოპერაციო კომპანიაში შპს “ფრონტერა ისტერნ ჯორჯია“, მოპასუხის წილის მის საკუთრებაში გადასვლაზე.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ „ფრონტერა რისორსიზ იუ.ეს. ელ-ელ-სი“-ს და მის ადვოკატებს კახა შარაბიძეს და ანა რეხვიაშვილს, საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებაზე თბილისის საქალაქო სასამართლომ უარი უთხრა 2021 წლის 26 აპრილს, როდესაც ისინი ითხოვდნენ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას და ასევე მათ უარი უთხრა თბილისის სააპელაციო სასამათლომ 2021 წლის 20 სექტემბერს კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე და მიუთითა, რომ ისინი არ წარმოადგენენ "ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენს" და არც "ფრონტერა რისორსიზის კოორპორეიშნს" და საერთოდ არ არიან ისინი ფრონტერა ჯგუფის წევრები. დიახ, კახა შარაბიძე და ანა რეხვიაშვილი წარმოადგენენ კომპანია „ფრონტერა რისორსიზ იუ.ეს. ელ-ელ-სი“-ს და საადვოკატო კომპანია ბლბ-ის, რომლებიც ყალბ ინფორმაციებს ავრცელებენ მედიაში, რომ წარმოადგენენ თითქოს კომპანია "ფრონტერას" და ცალსახაა, რომ ისინი თამაშობენ ხელისუფლების ერთი ნაწილის თამაშს. დიახ, იმ ხელისუფლების, რომელმაც "ფრონტერასთან" 1997 წლის ხელშეკრულება შეწყვიტა 2021 წლის 22 ოქტომბერს და 1997 წლის ლიცენზია გააუქმა, რომელშიც კომპანია "ფრონტერას" და "გრინ კაპიტალს" ინვესტირებული აქვს დღემდე 600 მილიონი დოლარი.
ასევე, გაცნობებთ, რომ თბილსის საქალაქო სასამართლომ და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე "ფრონტერა რისორსიზის" და მისი ფილიალის წინააღმდეგ გადაწყვეტილება დარჩა ძალაში, რომლითაც 5 800 000 დოლარის გადახდა დაეკისრა "ფრონტერა რისორსის ჯორჯია კოორპორეიშენს" და მის ფილიალს. სასამართლომ აქვე მიუთითა, რომ კახა შარაბიძე, ანა რეხვიაშვილი და მაია მწარიაშვილი არ წარმოადგენენ "ფრონტერა რისორსიზის ჯორჯია კორპორეიშენს" და ისინი რეალურად არიან "ფრონტერა იუ ელ ელ სის" წარმომადგენლები, რომლებსაც არაფერი აკავშირებთ "ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კოორპორეიშენთან" და არც "ფრონტერა რისორსიზთან".
კიდევ ერთხელ გაცნობებთ, რომ ცნობილი ამერიკული კომპანია "ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშნ"-ს (CR-72227 /აშშ/) "პროდუქციის წილობრივი განაწილებისა და გადამამუშავებელი ქარხნის შესწავლის შესახებ ხელშეკრულების" შესაბამისად, რომელიც დადებულ იქნა 1997 წლის 24 ივნისის მასსა და სახელმწიფო კომპანია "საქნავთობს" შორის, ჰქონდა საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების ექსკლუზიური უფლება. "ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენი", როგორც ამერიკული კომპანია მისი ფილიალისა და საოპერაციო კომპანიის მეშვეობით - შპს „ფრონტერა ისტერნ ჯორჯია“, 1997 წლიდან ახორციელებდა ნავთობის და გაზის ოპერაციებს. "ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენ"-ს, 1997 წლის 24 ივნისის პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებით მიენიჭა "ინვესტორის" სტატუსი. მან, როგორც "ინვესტორმა", დააფუძნა "საოპერაციო კომპანია" - შპს "ფრონტერა ისტერნ ჯორჯია" (ს/ნ 204905674), რომლის დამფუძნებელი პარტნიორები იყვნენ "ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენი" და სახაზინო საწარმო სახელმწიფო კომპანია "საქნავთობი".
2021 წლის 31 მარტამდე "ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენი" წარმოადგენდა აღნიშნული კომპანიის 50 %-იანი წილის მესაკუთრეს, ხოლო 50 %-იანი წილის მესაკუთრეს ნავთობისა და გაზის კორპორაცია. "საოპერაციო კომპანია"-მ 1997 წელს გაიმარჯვა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში და ამავე წლის 17 ნოემბერს მას მიენიჭა ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის ლიცენზია, რომლითაც მას მიენიჭა საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების ექსკლუზიური უფლება.
1997 წლის 17 ნოემბერს მინიჭებული წიაღით სარგებლობის ლიცენზიის თანახმად, შპს "ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას" აქვს შემდეგი ოპერაციების წარმოების უფლება:
1.საქართველოს ტერიტორიის მე-12 ბლოკზე არსებული ნავთობისა და გაზის საბადოების აღდგენა და მოპოვების გაზრდა;
2. ტერიტორიის გეოლოგიური და ეკოლოგიური შესწავლა;
3.ნავთობისა და გაზის საბადოების ძებნა და ძიება;
4.ექსპლუატაციაში შეყვანა. ლიცენზია გაცემულია 1997 წლის 27 აგვისტოდან, 2022 წლის 27 აგვისტომდე და იძლევა უფლებას ზემოთ დასახელებული ოპერაციების ჩატარება განხორციელდეს დედოფლისწყაროს, სიღნაღის, საგარეჯოს, გურჯაანის, მარნეულის და გარდაბნის ტერიტორიაზე (გეოლოგიური მინაკუთვნის ფართობი გეგმაზე - 5060 (ხუთი ათას სამოცი) კვ/მ).
2018 წლის 25 აპრილს, მოსარჩელე - შპს "გრინ კაპიტალსა" და მოპასუხე - შპს "ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენი-ს ფილიალი საქართველოში"-ს შორის, გაფორმდა ნედლი ნავთობის ნასყიდობის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულებით, "ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენი-ს ფილიალი საქართველოში"-მ, როგორც გამყიდველმა იკისრა ვალდებულება მიეწოდებინა ნედლი ნავთობი შპს "გრინ კაპიტალისათვის" ხელშეკრულებით გათვალისწინებული და მყიდველის მიერ გადახდილი ნედლი ნავთობის საფასურის პროპორციულობით. შპს "გრინ კაპიტალმა", შეთანხმებისამებრ განახორციელა რამდენიმე გადახდა, ჯამურად 5 800 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, თუმცა ამის მიუხედავად, გამყიდველმა არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და არ მიუწოდებია ნასყიდობის ხელშეკრულების საგანი ნედლი ნავთობი, მოსარჩელის მხრიდან განხორციელებული არაერთი გაფრთხილების და შეტყობინების მიუხედავად, შპს "გრინ კაპიტალ"-მა 2019 წლის 5 აპრილს, გაუგზავნა მოპასუხე მხარეს ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ განცხადება და მოსთხოვა თანხის დაბრუნება. შპს "გრინ კაპიტალი" "ფრონტერას" აფინანსებდა 2018 წლიდან და ეს ნავთობისა და გაზის კორპორაციისათვის, ისევე როგორც სააგენტოსათვის იყო ცნობილი. ამის მიუხედავად, მოპასუხე მხარეს არ დაუბრუნებია მოსარჩელის მიერ გადახდილ თანხა 5 800 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, რაც გახდა სასამართლოსთვის მიმართვის საფუძველი.
დღეის მდგომარეობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე არჩილ კოჭლამაზაშვილის წარმოებაშია საქმე N 2/5319-21, რომელზეც მოსარჩელე მხარეს წარმოადგენს შპს „გრინ კაპიტალი“, ხოლო მოპასუხე მხარეები არიან „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენი“ და „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენი-ს ფილიალი საქართველოში“.
2021 წლის 31 მარტს, მოსარჩელე მხარეს სრულად დაგვიკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა, ამავე დღეს გადაწყვეტილება შესულ იქნა კანონიერ ძალაში და გაცემულ იქნა სააღსრულებო ფურცელი. "ფრონტერამ" სრულად ცნო და დაეთანხმა "გრინ კაპიტალის" სასარჩელო მოთხოვნას. მოსარჩელის მოთხოვნა, რომელიც გამომდინარეობდა 2018 წლის 25 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან იყო კანონიერი, დასაბუთებული და სწორედ ეს გახდა საფუძველი მისი სრულად დაკმაყოფილებისა სასამართლოს მიერ. "ფრონტერამ" ვერ დაფარა "გრინ კაპიტალის" წინაშე აღებული ვალდებულება და მედიაციის ფარგლებში მან მშვიდობიანად დაასრულა "გრინ კაპიტალთან" დავა. დიახ, მშვიდობიანად და კონსენსუსის გზით მან მოახდინა დავის დასრულება.
2021 წლის 20 აპრილს, სასამართლოში წარმოდგენილ იქნა სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ და სსიპ „ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს“ ერთობლივი მომართვა, რომლითაც მოითხოვეს 2021 წლის 31 მარტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რაც 2021 წლის 27 აპრილს, სასამართლომ დააკმაყოფილა. ამასთან სასამართლომ 2021 წლის 26 აპრილის განჩინებით გამოიყენა შემდეგი უზრუნველყოფის ღონისძიებები:
1.1 ყადაღა დაედო შპს „გრინ კაპიტალზე“ გადაფორმებულ 50%-იან წილს შპს „ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას“ საწესდებო კაპიტალში და შპს „გრინ კაპიტალს“ აეკრძალა მისი რეალიზაცია/განკარგვა და/ან ნებისმიერი ფორმით უფლებრივი დატვირთვა.
1.2 შპს „გრინ კაპიტალს“ (მათ შორის შპს „ფრონტერა ისტერნ ჯორჯიაში“ მის მიერ დანიშნულ პირებს), „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენის“ ფილიალს საქართველოში და შპს „ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას“ აეკრძალა პირდაპირ ან/და შვილობილი კომპანიების ან/და მესამე პირების მეშვეობით, მოპოვებული ნავთობისა და გაზის და ასევე, ნავთობისა და გაზის ოპერაციებისთვის გამიზნული და „31 მარტის გადაწყვეტილების“ გამოტანის მომენტისთვის „ფრონტერას“ „ფილიალის“ და შპს „ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას“ საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების რეალიზაცია/განკარგვა და უფლებრივი დატვირთვა და ყადაღა დაედო მითითებულ ნავთობსა და გაზს და სხვა ქონებას.
1.3 შეჩერდა 2021 წლის 31 მარტის გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული 2021 წლის 01 აპრილის სააღსრულებო ფურცლის აღსრულება. აღნიშნულით "გრინ კაპიტალს", ასევე "ფრონტერას" აუკრძალეს ნავთობისა და გაზის რეალიზაცია რაც წარმოუდგენელი უკანონობაა და უხეში ჩარევა სასამართლო ორგანოებში.
მოგახსენებთ ასევე, რომ მსგავსი დავა მიმდინარეობდა კაიმანის სასამართლოში "ფრონტერასა" და შპს „გრინ კაპიტალს“ შორის და სასამართლოს გადაწყვეტილებით "ფრონტერას" ყველა უფლება გადაეცა "გრინ კაპიტალს".
2021 წლის 22 ოქტომბერს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ნავთობისა და გაზის სააგენტოს მიერ გამოიცა ბრძანება N11/073 შპს "ფრონტერა ისტერნ ჯორჯიაზე" გაცემული წიაღით სარგებლობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების და აღნიშნულთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ. აღნიშნული აქტით ძალადაკარგულად გამოცხადდა შპს "ისტერნ ჯორჯიაზე" გაცემული 1997 წლის 14 ნოემბერს გაცემული წიაღით სარგებლობის ლიცენზია სერია 49,4835,34,4647 N0176, მოცემული ბრძანების თანახმად "ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას" ეკრძალება ნავთობისა და გაზის ოპერაციების განხორციელება საკონტრაქტო ტერიტორიაზე. აღნიშნული ბრძანებით 600 მილიონ დოლარიანი ამერიკული ინვესტიცია დადგა საფრთხის ქვეშ, უფრო სწორად საქართველოს სახელმწიფო არის საფრთხის ქვეშ, რომ ამაზე მიიღოს წარმოუდგენელი საერთაშორისო სკანდალი და ქვეყანამ განიცადოს რამდენიმე მილიარდიანი ზარალი. სააგენტოს მიერ გამოცემული ბრძანება არის უკანონო და დაუსაბუთებელი როგორც ფაქტობრივად, ასევე სამართლებრივად.
აღნიშნული ბრძანების შემდეგ გამოიცა კიდევ ერთი ბრძანება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის, ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსის 2021 წლის 25 ოქტომბრის ბრძანება N11/077 2021 წლის 22 ოქტომბრის N011/073 ბრძანების დაუყონებლივ აღსრულების შესახებ. ყოველივე ამის შემდეგ დაიწყო სპეცოპერაციის განხორციელება გუშინ და დღეს ჩვენს ობიექტზე და დაიწყო სახელმწიფო ძალოვანი სტრუქტურების განსაკუთრებული მობილიზება და კოორდინაცია, რათა უკანონოდ შემოეღწიათ ჩვენს საკუთრებაში არსებულ ობიექტზე ისე, რომ ჯერ კიდევ არ არის სასამართლო გადაწყვეტილება ტერიტორიის იძულებით დატოვებასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ ჩვენ შევიტანეთ სასამართლოში სარჩელი რომლითაც მოვეთხოვეთ: ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის, ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსის 2021 წლის 22 ოქტომბრის ბრძანება N11/073, რომლითაც შპს "ფრონტერა ისტერნ ჯორჯია"-ზე (ს/კ 204905674) გაცემული წიაღით სარგებლობის ლიცენზია (სერია 49, 48, 35, 34, 46, 47; ნომერი 0176; ტიპი VI N) ძალადაკარგულად იქნა გამოცხადებული, ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის, ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსის 2021 წლის 25 ოქტომბრის ბრძანება N11/077 2021 წლის 22 ოქტომბრის N011/073 ბრძანების დაუყონებლივ აღსრულების შესახებ. ასევე მოვითხოვეთ აღნიშნული უკანონო აქტების შეჩერება.
ჩვენ დაუყონებლივ მოვითხოვთ საქართველოს მთავრობისგან, რომ შეჩერდეს ნებისმიერი უკანონო ქმედეები "ფრონტერა ისტერნ ჯორჯიასა" და "გრინ კაპიტალის" წინააღმდეგ და დაცული იქნეს საკუთრების უზენაესი და ფუნდამენტური უფლება. ასევე დაცული იქნეს ჩვენი თანამშრომლების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება, რომელიც საფრთხის ქვეშაა სახელმწიფო ორგანოების ზეწოლის შედეგად.
ბრძანებაშია არის უამრავი უზუსტობები, კერძოდ: 1997 წლის 25 ივნისს საქართველოს სახელმწიფოსა და "ფრონტერა რისორსის ჯორჯია კორპორეიშენს" (შემდგომში „ფრონტერა“) შორის კი არ გაფორმდა პროდუქციის წილობრივი განაწილების და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შესწავლის შესახებ კონტრაქტი, (შემდგომში „კონტრაქტი“) როგორც ამას სააგენტო წერს, არამედ ხელშეკრულება გაფორმდა სახელმწიფო კომპანია "საქნავთობს", ენერგეტიკის სამინისტროსა და "ფრონტერას" შორის. ამ შეთანხმების საფუძველზე, "საქნავთობისა" და "ფრონტერას" მიერ 50/50 წილობრივი მონაწილეობით შეიქმნა ერთობლივი საწარმო, კომპანია "ფრონტერა ისტერნ ჯორჯია" (ს/ნ 204905674, შემდგომში „ისტერნ ჯორჯია“), რომელმაც 1997 წლის აგვისტოში მონაწილეობა მიიღო გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ საჯაროდ გამოცხადებულ კონკურსში, რომელშიც 60 მილიონი დოლარის საინვესტიციო პროგრამის განხორციელების ვალდებულება აიღო და გამოცხადდა გმარჯვებულად. სწორედ ამიტომ 1997 წლის 14 ნოემბერს, 25 წლით მოიპოვა წიაღით სარგებლობის ლიცენზია ნომერი 0176 და არა იმიტომ, რომ კონტრაქტი გააფორმა "საქნავთობთან" და ენერგეტიკის სამინისტროსთან. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე სახელმწიფო კომპანია "საქნავთობსაც" არ ჰქონდა მე-12 ბლოკზე ოპერაციების წარმოების ლიცენზია, არ არსებობდა ნავთობის და გაზის კანონი და არც ნავთობის და გაზის სააგენტო.
2021 წლის 8 მაისის წერილი არ არსებობს, სავარაუდოდ სააგენტო გულისხმობს 2020 წლის 8 მაისის წერილს, რომლითაც "ფრონტერამ", არბიტრაჟის გადაწყვეტილების შესაბამისად, „ათვისების ფართობის“ გარეთ არსებული ტერიტორიების დაბრუნების მიზნით მიმართა ნათობის და გაზის სააგენტოს და ნავთობის და გაზის კორპორაციას, ანუ მიმართა 18 თვის წინ. ტერიტორიის დაბრუნებაზე ნავთობის და გაზის სააგენტოს თანხმობის შემთხვევაში სააგენტოს უნდა გაეცა ახალი ლიცენზია, რომელიც მოიცავდა მხოლოდ „ათვისების ფართობს“ და რომლის საფუძველზეც „ისტერნ ჯორჯია“ გააგრძელებდა ნავთობის და გაზის ოპერაციებს, თუმცა სააგენტომ ეს არ გააკეთა. კვლავ დაუტოვა მთლიანი სალიცენზიო ტერიტორია „ისტერნ ჯორჯიას“ და ძალაში დატოვა წიაღით სარგებლობის არსებული ლიცენზია. სწორედ ამ ლიცენზიის საფუძველზე ხორციელდება ნავთობის და გაზის ოპერაციები ბოლო 18 თვის განმავლობაში, რის შესახებაც სააგენტოს და ნავთობის და გაზის კორპორაციას მისდით ყოველდღიური, და ყოველთვიური რეპორტები. სააგენტო ბრძანებაში უთითებს, რომ თითქოს „კონტრაქტით“ განსაზღვრული „ათვისების ფართობის“ გარეთ არსებული „დაბრუნებული ტერიტორიის“ დაბრუნების თაობაზე მიმართვის გათვალისწინებით, „კონტრაქტის“ და „ლიცენზიის“ მოქმედება „დაბრუნებულ“ ტერიტორიასთან მიმართებაში ავტომატურად შეწყდა.
ასეთი რამ „კონტრაქტის“ მე-6 მუხლში არსად არ წერია. სწორედ ამიტომაც ბოლო 18 თვის განმავლობაში „ისტერნ ჯორჯია“ კვლავ აგრძელებს ნავთობის და გაზის ოპერაციების წარმოებას მთლიან სალიცენზიო ტერიტორიაზე და ამ ხნის განმავლობაში სააგენტოს არასოდეს მოუმართავს, რომ შეწყვეტილი კონტრაქტით ან ლიცენზიით ახორციელებთ ნავთობის და გაზის ოპერაციებსო. 3)ნავთობის ოპერაციების წარმოების უფლებას იძლევა წიაღით სარგებლობის ლიცენზია, რომელიც ვრცელდება იმ ფართობზე, რაც განსაზღვრულია წიაღით სარგებლობის ლიცენზიაში და არა კონტრაქტის „F“ დანართში. რაც არ უნდა ფართობი იყოს განსაზღვრული კონტრაქტის დანართში, წიაღით სარგებლობის ლიცენზიის გარეშე ვერ მოხდება ნავთობის ოპერაციების წარმოება არამედ ოპერაციები იწარმოება ლიცენზიით დადგენილ ფართობზე. 5)სააგენტო შეგნებულად არ უთითებს ბრძანებაში, რომ კაიმანის კუნძულების დიდი სასამართლოს 2021 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით, მე 12 სალიცენზიო ბლოკში უფლებამოსილება სრულად გადაეცა „ფრონტერას" კრედიტორს, „გრინ კაპიტალს“. ასევე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 31 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით „გრინ კაპიტალს“ სრულად გადაეცა და აღირიცხა მე-12 ბლოკის ხელშეკრულების მხარედ და წიაღით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი კომპანიის, „ისტერნ ჯორჯიას“ 50%-ის მესაკუთრედ. სააგენტო განმარტავს, რომ 2020 წლის 3 დეკემბერს კაიმანის სასამართლოს ზედამხედველობით დაწყებული „ფრონტერას“ ლიკვიდაციის დაწყებისთანავე "ფრონტერას" დირექტორების და სხვა წარმომადგენლების უფლებამოსილება შეწყდა. ეს ასე არ არის, უფლებამოსილება შეუწყდათ მხოლოდ „ფრონტერას“ დირექტორთა საბჭოს წევრებს და არა გენერალურ დირექტორს და სხვა წარმომადგენლებს თუ თანამშრომლებს.
უფრო მეტიც, კაიმანის დიდი სასამართლოს 2020 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სასამართლომ ცნო "ფრონტერას" თანამშრომლების კანონიერება და ლიკვიდატორებს დაევალათ, რათა მათ იმუშაონ კომპანიის თანამშრომლებთან და ანაზღაურებაც გადაუხადონ. 7)2020 წლის 19 აპრილს „ოფიციალური ლიკვიდატორები“ საქართველოს მთავრობას ვერანაირად ვერ მიმართავდნენ კონტრაქტის შეწყვეტის წინადადებით, ვიანიდან ამ დროისთვის არც ლიკვიდაცია იყო დაწყებული და არც ლიკვიდატორები იყვნენ დანიშნული. ლიკვიდატორები დაინიშნენ 2020 წლის 3 დეკემბერს, ანუ ვითომდა 2020 წლის 19 აპრილის მიმართვიდან 8 თვის მერე!8)„ისტერნ ჯორჯიას“ არასოდეს მიუღია წერილობით შეტყობინება რაიმე სახის არსებით დარღვევასთან დაკავშირებით. კომპანია პირნათლად ასრულებს ლიცენზიით განსაზღვრულ ყველა მოთხოვნას. ზოგადი ტერმინები, როგორიცაა „შექმნილი მძიმე მდგომარეობა“ ან „ჯანმრთელობის და უსაფრთხოების მოთხოვნების არსებითი დარღვევა“ არის ბუნდოვანი და გაურკვეველი თუ კონკრეტულად რა დარღვევაზეა ლაპარაკი და არის თუ არა იგი არსებითი. სააგენტო არასწორად განმარტავს „ლიკვიდატორების“ მიერ „ისტერნ ჯორჯიაზე“ და მის მენეჯმენტზე კონტროლის განხორციელების გაუგებრობაზე. ეს მაშინ, როცა "ისტერნ ჯორჯიას" მფლობელები 50/50 პროცენტიანი თანაფარდობით არიან ნავთობისა და გაზის კორპორაცია და შპს „გრინ კაპიტალი“. ლიკვიდატორებს და „ფრონტერას“ არანაირი იურიდიული თუ საკუთრების უფლება არ აქვთ „ისტერნ ჯორჯიასთან“ მიმართებაში და შესაბამისად გაურკვეველია, როგორ უნდა აკონტროლონ სხვა იურიდიული პირი. „ისტერნ ჯორჯიას“ და ოპერაციების დაფინანსებას უკვე მრავალი წელია ახორციელებს „გრინ კაპიტალი“, რომლის შესახებ კარგად იცის სააგენტომ. "გრინ კაპიტალი" „ფრონტერას“ ყველაზე დიდი კრედიტორიც გახლდათ.
განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს შემდეგი: როგორც სააგენტო აღნიშნავს, 2021 წლის 25 ივნისს და 25 აგვისტოს ნავთობის და გაზის სააგენტო, ნავთობის კორპორაციასთან ერთად „ფრონტერასთან“ შეთანხმდენ („წერილობითი შეთანხმება“ ), რომ კონტრაქტთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე პერიოდში ქონება უკანონოდ ჩამოართვან „ისტერნ ჯორჯიას“, რომლის 50%-ის მფლობელი არის „გრინ კაპიტალი“ ხოლო „ფრონტერას“ და მისი ლიკვიდატორებს არანაირი იურიდიული უფლება არ გააჩნიათ; ანუ წაართვან ქონება. კერძოდ, წიაღით სარგებლობის ლიცენზია და „ისტერნ ჯორჯიას“ ინვესტიციებით მოპოვებული და მისი კუთვნილი ნავთობი და გაზი. თბილისის სასამართლოს 2021 წლის 31 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწვეტილებით, 2021 წლის 25 ივნისისა და 25 აგვისტოს მდგომარეობით, „გრინ კაპიტალი“ არის „კონტრაქტის“ მხარე და წიაღით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი კომპანიის შპს „ისტერნ ჯორჯიას“ 50 პროცენტიანი წილის მფლობელს. „ფრონტერას“ კი არანაირი იურიდიული და საკუთრების უფლება არ ჰქონდა და არ აქვს დღეის მდგომარეობის ჩათვლით. შესაბამისად, გაუგებარია, თუ როგორ შეთანხმდენ არაუფლებამოსილი მხარეები იმაზე, რომ "ისტერნ ჯორჯიას" გაუუქმონ ლიცენზია და წაართვან მის საკუთრებაში არსებული მოპოვებული ნავთობი. ნაცვლად იმისა, რომ "ფრონტერა რისორსიზ ჯორჯიამ" აღასრულოს თბილისის სასამართლოს 31 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და "გრინ კაპიტალს" აუნაზღაუროს დაკისრებული 5,8 მილიონი აშშ დოლარი.
კონსტიტუციის 21-ე მუხლის თანახმად: საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.
მოგვადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი და ამით დაირღვა ყველაზე მთავარი საკუთრების უფლება, რაც გარანტირებული და დაცულია საქართველოს კონსტიტუციით და საერთაშორისო ხელშეკრულებებით. საკუთრების უფლება ადამიანის უფლებათა სამართლის ერთერთი ყველაზე ძველი და ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც გულისხმობს ადამიანის შესაძლებლობას საკუთარი ნების შესაბამისად და სხვათა ინტერესების შეულახავად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს.
მნიშვნელოვანია, რომ წიაღით სარგებლობის ლიცენზია გაცემულია არა ნავთობისა და გაზის სააგენტოს მიერ არამედ გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ და შესაბამისად არაუფლებამოსილმა პირმა 1997 წელს გაცემული ადმინისტრაციული აქტი. უაღესად მნიშვნელოვანია კაიმანის სასამართლოს გადაწყვეტილებები, სადაც ყველა უფლება გადაეცა შპს "გრინ კაპიტალს". ასევე მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ დღემდე შპს "გრინ კაპიტალი" რჩება "ფრონტერა ისტერნ ჯორჯიაში" 50%-იანი წილის მფლობელად. მნიშვნელოვანია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს საქმისწარმოება 1997 წლის ლიცენზიის და ხელშეკრულების მხარედ ცნობაზე და შესაბამისად, აღნიშნულ დავას დაეკარგება ყოველგვარი სამართლებრივი საფუძველი თუ ეს ლიცენზია იქნება გაუქმებული. ასევე სრულიად გაუგებარია, რომ ლიცენზია არის გაუქმებული და პწგხ ხელშეკრულება მოქმედი, რაც სრული სამართლებრივ ქაოსს ქმნის. ასევე გაცნობებთ, რომ 2021 წლის 30 სექტემბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი მოვალე მხარების წინააღმდეგ, რომელიც შეიტანა "გრინ კაპიტალმა" სააღსრულებო ბიუროში და კრედიტორი და მოვალე შეთანხმდნენ სეკვესტრზე ანუ იძულებით მართვაზე. სწორედ ეს გახდა კიდევ ერთი გაღიზიანების საფუძველი სახელმწიფო მხრიდან და მათ მიმართეს უკანონო და ძალადობრივ ქმედებებს. განვმარტავთ, რომ 2021 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილებით ძალაში დარჩა 5 800 000 (ხუთი მილიონ რვაასი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში გადახდა "ფრონტერა რისორსის ჯორჯია კოორპორეიშენისათვის" და მისი ფილიალისათვის.
მოვითხოვთ საქართველოს მთავრობისაგან დაუყონებლივ:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსის 2021 წლის 22 ოქტომბრის ბრძანების 11/073 ბათილად ცნობას, რომლითაც "ფრონტერა ისტერნზე" 1997 წლის ლიცენზია გამოცხადდა ძალადაკარგულად, ასევე ვითხოვთ ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის, ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსის 2021 წლის 25 ოქტომბრის ბრძანება N11/077 2021 წლის 22 ოქტომბრის N011/073 ბრძანების დაუყონებლივ აღსრულების შესახებ და ზემოთ აღნიშნული ბრძანებების დაუყონებლივ შეჩერებას.
განმცხადებელი: შპს "ფრონტერა ისტერნ ჯორჯია" (ს/ნ 204905674) იურიდიული მისამართი: საქართველო, დედოფლისწყარო, გორგასლის ქ.,№15
ელ. ფოსტა: fegl@fronterares.com გენერალური დირექტორი ზაზა მამულაიშვილი პირადი ნომერი, 01024002412, ტელ- 577405077
განმცხადებელი: შპს „გრინ კაპიტალი“-ს ს/კ402052372 წარმომადგენელი ადვოკატი ელენე ქიშმარია, პირადი ნომერი 62006053441,
მისამართი, ქალაქი თბილისი , ქუჩა სულხან ცინცაძე , N 12, აქსისის ბიზნეს ცენტრი ოფისი N4-11, მე-4 სართული ტელ: 599 45-60-61
(R)

























