"ქართული ოცნების“ მიერ დღეს თბილისში დაგეგმილ აქციას შიდა ქართლიდან მხარდამჭერები შეუერთდებიან

„ქართული ოცნების“ მიერ თბილისში დღეს დაგეგმილ შემაჯამებელ აქციას მხარდამჭერები შიდა ქართლიდანაც შეუერთდებიან. რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან მხარდამჭერები თბილისის მიმართულებით ერთ საათში გაემგზავრებიან.
„ქართული ოცნების“ რეგიონული კოორდინატორის აბელ აბესაძის ინფორმაციით, აქციას შიდა ქართლიდან 10 000 მხარდამჭერი უერთდება.
























