მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ზუგდიდში აქცია-პერფორმანსი გაიმართა

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ზუგდიდში აქცია-პერფორმანსი გაიმართა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ზუგდიდში აქცია-პერფორმანსი გაიმართა. სამოქალაქო აქტივისტებმა პროტესტი სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან გამოხატეს.

„ხელისუფლებამ რამდენიმე დღის წინ ჩვენს თანამებრძოლებს, ყოფილ პოლიციელებს ჩაუდო იარაღი. ისინი ამ ფორმით ცდილობენ გააჩუმონ ადამიანები, ვინც ცდილობენ რუსული ხელისუფლება არჩევნების გზით მშვიდობიანად შეცვალოს. მათ უნდათ, რომ საზოგადოებაში ყოფილი პოლიციელები გამოაჩინონ მარგინალურ ძალად, მაგრამ აქ მარტო ისინი არ არიან. აქ არიან ახალგაზრდები, ბავშვები, რომლებსაც ყელში ამოუვიდათ ეს ყველაფერი",- განაცხადა აქციის მონაწილემ ირაკლი კვარაცხელიამ.