ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე თიანეთში მერობის კანდიდატს, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს და მხარდამჭერებს შეხვდნენ

ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე თიანეთში მერობის კანდიდატს, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს და მხარდამჭერებს შეხვდნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეხვედრები გრძელდება იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც 30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ცნობით, დღეს შეხვედრა თიანეთში გაიმართა.

პრემიერ-მინისტრი და მმართველი პარტიის თავმჯდომარე მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატს ლევან წიკლაურს, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს და მხარდამჭერებს შეხვდნენ.

„შეხვედრას ესწრებოდნენ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, სახელმწიფო რწმუნებული მცხეთა-მთიანეთის მხარეში დავით ნოზაძე და საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე სოსო მამულაშვილი”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დღესვე, შეხვედრა თელავში გაიმართება.