თორნიკე რიჟვაძემ აჭარაში კერძო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

„ქართული ოცნების" აჭარის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე ბათუმის მერობის კანდიდატთან არჩილ ჩიქოვანთან და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან დავით გაბაიძესთან ერთად, აჭარაში მოქმედ კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრაზე რეგიონში ბიზნესის განვითარების საკითხებსა და მისი ხელშეწყობის გზებზე ისაუბრეს.
























