ნინო ბურჯანაძე _ სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრის ძირითადი მიზანი ოპოზიციის სტრატეგიის და ტაქტიკის შემუშავება იყო
ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ნინო ბურჯანაძის აზრით, სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრის თითქმის ყველა მონაწილე; ეთანხმება იმ აზრს, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა გადადგეს, თუმცა, მისი აზრით, აზრთა სხვადასხვაობა არსებობს ოპოზიციის სტრატეგიასთან და ტაქტიკასთან მიმართებაში.
ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ დიალოგის რესურსი ამოწურულია და ერთადერთი მოლაპარაკების თემა შეიძლება გახდეს პრეზიდენტის გადადგომა.
ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ძალზე მნიშვნელოვანია ეს შეხვედრა, რადგან ოპოზიციის ლიდერებს ესაჭიროებათ საზოგადოების აზრის გარკვევა და, შესაბამისად, აღნიშნული შეხვედრები ხშირად უნდა ხდებოდეს.
მან ასევე კომენტარი გააკეთა გასვლით სხდომებთან დაკავშირებით. როგორც მან აღნიშნა, დღეს ქუთაისში არის მთავრობის სხდომა დაგეგმილი და; მან განაცხადა, რომ ხელისუფლება და პრეზიდენტი ამით ცდილობს შექმნას იმის შთაბეჭდილება, რომ მუშაობს და პრეზიდენტი, ფაქტობრივად, სიმბლურად არის საქართველოს პრეზიდენტი.
;

























