ექიმის ინფორმაციით, ბათუმში, ნანგრევებიდან ამოყვანილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

ექიმის ინფორმაციით, ბათუმში, ნანგრევებიდან ამოყვანილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

ექიმის ინფორმაციით, ბათუმში, ჩამონგრეული კორპუსის ნანგრევებიდან ამოყვანილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პაციენტს დამატებით სამედიცინო კვლევები უტარდება.

„22:55 საათზე კლინიკაში შემოყვანილი იყო 37 წლის მამაკაცი, რომელიც ამოყვანილია ნანგრევებიდან. შემოსვლის დროს მისი მდგომარეობა შეფასდა, როგორც მძიმე. პაციენტი იყო გონზე. აღენიშნება სხეულის ზოგადი დაჟეჟილობები, გულმკერდის დახურული ტრამვა, მარცხენა კოჭ-წვივის დაზიანება, ღია მოტეხილობა. პაციენტს უტარდება დამატებითი კვლევები და დანარჩენს მოგახსენებთ, როგორც კი დასრულდება კვლევა“, - განაცხადა ექიმმა.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 7 სართულიანი შენობა ჩამოინგრა.