მაშველებმა ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან ერთი ადამიანი ამოიყვანეს

ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ერთი ადამიანი ცოცხალი ამოიყვანეს. ნანგრევებიდან ამოყვანილია ახალგაზრდა ქალი, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს. ის ნანგრევებში თითქმის 9 საათი იმყოფებოდა.
ამოყვანის პროცესს ადგილზე შეკრებილი ადამიანები ტაშით და ოვაციებით შეხვდნენ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები კვლავ აგრძელებენ სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს.
























