„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ზუგდიდის საოლქო კომისიასთან პოლიცია გამოიძახა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა #67 საოლქო კომისიასთან პოლიცია გამოიძახა.
როგორც მან ადგილზე მოსულ სამართალდამცველს განუცხადა, საოლქო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის დავალებით, საუბნო კომისიის თავმჯდომარეები შემაჯამებელ ოქმზე ხელს არ აწერენ.
მან გამოძახებულ ეკიპაჟს შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდა.
მანამდე ანა წითლიძემ საოლქო კომისიის თავმჯდომარესთან სცადა აღნიშნული საკითხის გარკვევა.
საოლქო კომისიის თავმჯდომარე, მირანდა მესხი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ სიცრუეა.
























