გიორგი კირთაძე - ბათუმში არჩევნების მეორე ტურს არ გამოვრიცხავთ, დიდი ალბათობით იქნება

გიორგი კირთაძე - ბათუმში არჩევნების მეორე ტურს არ გამოვრიცხავთ, დიდი ალბათობით იქნება

ბათუმში არჩევნების მეორე ტურს არ გამოვრიცხავთ, დიდი ალბათობით იქნება, - ამის შესახებ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების ბათუმის მერობის საერთო კანდიდატმა გიორგი კირთაძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა.

ამასთან, გიორგი კირთაძე აცხადებს, რომ "ქართულმა ოცნებამ" არჩევნები მოსყიდვით, შანტაჟითა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით ჩაატარა.

"შედეგების დათვლა ზოგ უბანში არც კი დაწყებულა, რაღაც ნაწილში დაწყებულია. მე მგონია, რომ ბათუმში მეორე ტური დიდი ალბათობით იქნება. მთავარი ამბავი არის ბათუმში "ქართული ოცნება" ვერ აიღებს 43 პროცენტს. მათ ყველაფერი გამოიყენეს მოსყიდვა შანტაჟი და ადმინისტრაციული რესურსი. სულ 70-მდე საჩივარი გვაქვს დაწერილი დარღვევებთან დაკავშირებით", - აცხადებს კირთაძე.