ბათუმში, ევროპის მოედანზე „ქართული ოცნების" ლიდერები და მხარდამჭერები არჩევნებში გამარჯვებას ზეიმობენ

ბათუმში, ევროპის მოედანზე „ქართული ოცნების" ლიდერები და მხარდამჭერები არჩევნებში გამარჯვებას ზეიმობენ

ბათუმში, ევროპის მოედანზე "ქართული ოცნების" ლიდერები და მხარდამჭერები ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებას ზეიმობენ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ არჩევნებში გამარჯვება კახა კალაძეს მიულოცა. ამასთან, მან ამომრჩევლებს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. თორნიკე რიჟვაძე იმედოვნებს, რომ „ქართული ოცნება" ყველა მუნიციპალიტეტში გაიმარჯვებს.

„ჩვენს პარტიას და მხარდამჭერებს ვულოცავთ ამ დამაჯერებელ გამარჯვებას. კახა კალაძეს თბილისის მერად მეორე ვადით არჩევას მივულოცავ, ეს არჩევნები იქნება გარდამტეხი ჩვენი ქვეყნის სტაბილური და მშვიდობიანი განვითარებისთვის. მადლობა ჩვენს მოქალაქეებსა და მხარდამჭერებს, ყველა მუნიციპალიტეტში დამაჯერებელ გამარჯვებას ველოდებით",- აცხადებს თორნიკე რიჟვაძე.