17 საათის მონაცემებით, გორის საარჩევნო ოლქში ამომრჩევლის აქტივობა 38.44 %-ს შეადგენს

17 საათის მონაცემებით, გორის საარჩევნო ოლქში ამომრჩევლის აქტივობა 38.44 %-ს შეადგენს

გორის 32-ე საოლქო-საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 17 საათისთვის ამომრჩევლის აქტივობა 38.44 %-ს შეადგენს. კომისიის მდივნის ნათია მაჭარაშვილის განცხადებით, კომისიაში შესულია 6 საჩივარი.

„17 საათის მონაცემებით, ოლქში რეგისტრირებული ამომრჩევლებიდან 43 284 ამომრჩეველია მოსული უბანზე, რაც წარმოადგენს 38.44 %-ს. არჩევნები მიმდინარეობს მშვიდ გარემოში, საოლქო-საარჩევნო კომისიაში ამ ეტაპზე რეგისტრირებულია 6 საჩივარი. საჩივრები ძირითადად ეხება პროცედურულ დარღვევებს და მათი აღოფხვრა მოხდა ადგილზევე, საარჩევნო უბნებზე“, - განაცხადა ნათია მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, გორის №32-ე საარჩევნო ოლქში 106 ძირითადი და 1 სპეცუბანი მოქმედებს, სადაც 112 631 ამომრჩეველია რეგისტრირებული.