ბათუმში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მშვიდ ვითარებაში დაიწყო

ბათუმში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მშვიდ ვითარებაში დაიწყო. ბათუმში ხმის მისაცემად 105 უბანია გახსნილი, აქედან ერთი სპეცუბანი პენიტენციურ დაწესებულებაშია და ერთი კოვიდინფიცირებულთათვის.
ბათუმის მუნიციპალიტეტში 148 ათასზე მეტი ამომრჩეველია რეგისტრირებული.
ბათუმის მერობისთვის 10 კანდიდატო იბრძოლებს, აქედან 8 პოლიტიკური სუბიექტის, 2 კი საინიციატივო ჯგუფის მიერაა წარდგენილი.
























