გორს 5 ახალი საპატიო მოქალაქე ჰყავს

გორს 5 ახალი საპატიო მოქალაქე ჰყავს

2021 წელს საპატიო მოქალაქის ტიტული ხუთ გორელს მიენიჭა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.ახალი საპატიო მოქალაქეები გორის მერმა შემაჯამებელი ანგარიშის წარდგენისას დაასახელა.

„ერმინე მაღრაძე - ტიხროვანი მინანქრის ტექნოლოგი და ოსტატი, რომელმაც შუა საუკუნეების ტექნოლოგიების საფუძვლიან და მეცნიერულ კვლევას ოცდაათ წელზე მეტი შეალია. ერმილე მაღრაძემ განვითარებული შუა საუკუნეების სახელოსნოს სრული პანორამა აღადგინა და მიღებული იარაღებითა და ხელსაწყოებით, არქაული მინის ხარშვისა და ლითონის დამუშავების ხერხების გამოყენებით, ქართული ტიხროვანი მინანქრის ერთ-ერთი მედალიონის ასლი დაამზადა. ოსტატი წლებია თავის გამოცდილებას გორელ ახალგაზრდებს უზიარებს;

ნანა კავლელიშვილი - ყველასთვის საყვარელ ექიმი, დამსახურებულ პედიატრი და სერტიფიცირებული მედიკოსი;

ანზორ თენაძე - დამსახურებული მწვრთნელი ძიუდოსა და ქართულ ჭიდაობაში, არაერთი ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონის აღმზრდელი;

მარინა გინაშვილი - კოვიდპანდემიის პირობებში, საკუთარი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკის ფასად, 24 საათიის განმავლობაში უზრუნველყოფდა და უზრუნველყოფს ადგილობრივი მოსახლეობისთვის ვირუსთან დაკავშირებული სამდიცინო სერვისების მიწოდებას;

ოთო გვრიტიშვილი - არაერთი საინტერესო პროექტის ავტორი, სამოქალაქო აქტივისტი, ფოტოგრაფი, ვიდეოგრაფი, გორელ ფოტოგრაფთა კლუბის დამფუძნებელი, გორის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, ხმის რეჟისორი, ფინანსისტი.

გარდა საპატიო მოქალაქეებისა, გორის მერმა პანდემიის დროს გაწეული თავდაუზოგავი შრომისთვის სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორს მალხაზ უთქმელიძეს, „გორმედის“ გენერალურ დირექტორს გია სვანაძეს, საზოგადოებრივი ჯანდავის ცენტრის დირექტორს მარინა გიუნაშვილს და გორის მერიის ერთ-ერთი სამსახურის უფროსს რამაზ შიოშვილს მადლობის სიგელები გადასცა", - ნათქვამია გორის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ღონისძიება, რომელიც ღია სივრცეში მოეწყო, სასულიერო პირები, ჟურნალისტები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.