იოსებ ხახალეიშვილი - ქუთაისელებისთვის მნიშვნელოვანია ვცხოვრობდეთ განვითარებულ, წარმატებულ, ლამაზ და კეთილმოწყობილ ქალაქში

იოსებ ხახალეიშვილი - ქუთაისელებისთვის  მნიშვნელოვანია ვცხოვრობდეთ განვითარებულ, წარმატებულ, ლამაზ და კეთილმოწყობილ ქალაქში

ჩვენთვის, ქუთაისელებისთვის მნიშვნელოვანია ვცხოვრობდეთ განვითარებულ, წარმატებულ, ლამაზ და კეთილმოწყობილ ქალაქში, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატთან ერთად საფიჩხიისა და ტყიბულის ქუჩის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

შეხვედრაზე იოსებ ხახალეიშვილმა საკუთარი პროგრამა და ქალაქის თანაბარი განვითარების გეგმა წარადგინა. ყურადღება გამახვილდა განათლებასა და ტურიზმზე, როგორც პრიორიტეტულ მიმართულებებზე. მისი განცხადებით, განათლება სწორედ ის სფეროა, რომლის სრულყოფასა და გაძლიერებაზეც ყველა დანარჩენი სფეროს განვითარება და წარმატებაა დამოკიდებული, რაც შეეხება ტურიზმს, მისი თქმით, ქუთაისი დღითიდღე ტურისტული ჰაბის სტატუსს იმკვიდრებს, რისთვისაც მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურის მაღალი სტანდარტებით მოწესრიგება და ისეთი ადგილების შექმნა, რაც კიდევ უფრო მიმზდველსა და საინტერესოს გახდის ქუთაისს უცხოელი სტუმრებისთვის.

„ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ, რომ ჩვენი ქალაქით კიდევ უფრო მეტი ტურისტი დაინტერესდეს, თუმცა ჩვენთვის - ქუთაისელებისთვის, ჩვენი შვილებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია განვითარებულ, წარმატებულ, ლამაზ და კეთილმოწყობილ ქალაქში ცხოვრება. ჩვენ ყველამ ერთად ეს ნამდვილად დავიმსახურეთ!“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

იოსებ ხახალეიშვილი განმარტავს, რომ გზების რეაბილიტაცია დასრულდა, დაიგო ახალი ქვაფენილები, თუმცა ახლო მომავალში იგეგმება საკანალიზაციო სამუშაოების განხორციელება.

ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.