მობილურმა ამცრელმა ბრიგადამ სოფელ ნახიდურის მოსახლეობა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა

მობილურმა ამცრელმა ბრიგადამ სოფელ ნახიდურის მოსახლეობა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა

ბოლნისის მუნიციპალიტეტში იმუნიზაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ბაზაზე შექმნილმა მობილურმა ამცრელმა ბრიგადამ სოფელ ნახიდურის მოსახლეობა „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინებით სოფლის საექიმო ამბულატორიაში აცრა.

ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე ბოლნისის მუნიციპალიტეტში სამი მობილური ამცრელი ბრიგადა მუშაობს. ჯგუფები იმუნიზაციისა და პირველადი სამედიცინო დახმარებისთვის საჭირო ყველა ხელსაწყოთი არიან აღჭურვილები.

„მობილური ბრიგადების გარდა, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღება ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაში, შპს „ტრიო-მედში“, დაბა კაზრეთის პოლიკლინიკასა და სოფელ ქვეშის საექიმო ამბულატორიაშია შესაძლებელი“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.