„რუსთავის სამშობიარო სახლთან“, საპროტესტო აქცია-პერფორმანსი მიმდინარეობს

საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირებისა და მშრომელთა სოლიდარობის კავშირის ორგანიზებით, სს „რუსთავის სამშობიარო სახლთან“, საპროტესტო აქცია - პერფორმანსი მიმდინარეობს. აქციაში სამშობიარო სახლის მედპერსონალი, სამოქალაქო აქტივისტები და მოქალაქეები მონაწილეობენ.
აქციიის მონაწილეები სამშობიარო სახლის ექიმებს და მედპერსონალს სოლიდარობას უცხადებენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ადმინისტრაცია, მედპერსონალს ხელფასს სამ თვეში ერთხელ აძლევს და ორი წლის განმავლობაში ზოგიერთ მათგანს 10 თვის სახელფასო დავალიანება დაუგროვდა, ზოგს კი უფრო მეტი.
„დღევანდელი აქცია-პერფორმანსით ვაპროტესტებთ იმ უსამართლობას, რაც ამ საამშობიარო სახლში ხდება. აქ, ექიმებს აიძულებენ თვეების განმავლობაში უხელფასოდ იმუშაონ და ამის გამო, მათ მძიმე სოციალურ მდგომარეობაში უწევთ ყოფნა“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ გიორგი ტყემალაძემ.
სამშობიარო სახლის ადმინისტრაცია მედიასთან კომენტარს არ აკეთებს.
სამშობიარო სახლთან სამართალდამცავები არიან მობილიზებული.
























