გოჩა ენუქიძე - სოფელ ურავში ახალი ხელოვნურსაფარიანი სტადიონი მოეწყო, რომელსაც ტრაგიკულად გარდაცვლილი გიორგი ჯელაძის სახელი მიენიჭა

სოფელ ურავში ახალი ხელოვნურსაფარიანი სტადიონი მოეწყო, რომელსაც ტრაგიკულად გარდაცვლილი ბიჭის, გიორგი ჯელაძის სახელი მიენიჭა. ამის შესახებ რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის დეპუტატმა, გოჩა ენუქიძემ განაცხადა.
რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გოჩა ენუქიძემ, სახელმწიფო რწმუნებულთან, პაპუნა მარგველიძესთან, გიორგი ჯელაძის მშობლებთან და მეგობრებთან ერთად, ახალი სტადიონი დააათვალიერა, რომელიც გუშინ ოფიციალურად გაიხანა და „გიოს თასი 2020”-ის ფინალს უმასპინძლა.
დეპუტატის ინფორმაციით, აღნიშნული სტადიონის მშენებლობისთვის, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლები დაპირება იყო ახალგაზრდებისადმი, 76 767 ლარი დაიხარჯა.
პროექტის ფარგლებში მოეწყო ახალი ხელოვნური საფარი, შეიცვალა ბადეები და მილ-კვადრატები, მოეწყო სკამები 50 მაყურებელზე და დამონტაჟდა ახალი კარებები.
„მინდა, მადლობა გადავუხადო ადგილობრივ მოსახლეობას, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს აქტიური ჩართულობისთვის და გამოჩენილი ინიციატივისთვის. გპირდებით, ყოველთვის დაგიჭერთ მხარს ყველა იმ პირობის შესაქმნელად, რაც თქვენს სამომავლო ცხოვრებას ჩვენს რეგიონში უკეთესობისკენ შეცვლის", - აცხადებს გოჩა ენუქიძე.
























