თორნიკე რიჟვაძე წალკაში აჭარიდან ჩასახლებულ ეკომიგრანტ ოჯახებს შეხვდა

თორნიკე რიჟვაძე წალკაში აჭარიდან ჩასახლებულ ეკომიგრანტ ოჯახებს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი, წალკაში აჭარიდან ჩასახლებულ ეკომიგრანტ ოჯახებს შეხვდნენ. ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრებზე მთავრობის წარმომადგენლები ეკომიგრანტების პრობლემებს გაეცნენ და მათი მოგვარების გზებზე ისაუბრეს.