ქობულეთის მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმის შედეგად დამეწყრილი ტერიტორიების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმის შედეგად დამეწყრილი ტერიტორიების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმის შედეგად დამეწყრილი ტერიტორიების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები და მძიმე ტექნიკაა მობილიზებული.

მეწყერის გაწმენდა საცხოვრებელ სახლებთან და გზებზე ხორციელდება.

"ძლიერი წვიმის შედეგად ქობულეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში დაიმეწყრა ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზა. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა დილიდანვე ახორციელებს გაწმენდით სამუშაოებს. უკვე გაიწმინდა ზედა სამება-ბეჟანიძეები-კახიძეების და ბობოყვათი-კვირიკაული-კონცელიძეების საავტომობიო გზები. ამ ეტაპზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს შემდეგ მიმართულებზე: ზედა კვირიკე-ბერიძეები-კვირიკეს ცენტრალური გზა (ორი ლოკაცია), დაგვა-ლაზისტანი და კოხი-გუნთაიშვილები",- აცხადებენ უწყებაში.