მარტვილის მუნიციპალიტეტში, ხის გადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა

მარტვილის მუნიციპალიტეტში, ხის გადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა

მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფელ ტალერში ხის გადამამუშავებელ ქარხანაში ცეცხლი გაჩნდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე სახანძრო დანაყოფები არიან მობილიზებული და ამ დროისთვის მეხანძრე-მაშველები ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ.