ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა

ზუგდიდში, ხუბულავას ქუჩაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბოძს შეეჯახა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
























