ლადო მგალობლიშვილმა საქართველოს პარლამენტს „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში შესატანი ცვლილება წარუდგინა

ლადო მგალობლიშვილმა საქართველოს პარლამენტს „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში შესატანი ცვლილება წარუდგინა

აჭარის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლადო მგალობლიშვილმა საქართველოს პარლამენტს უმაღლესი საბჭოს მორიგი საკანონმდებლო ინიციატივა წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

მათივე ცნობით, "მაუწყებლობის შესახებ"კანონში შესატანი ცვლილების მიზანი საკანონმდებლო ხარვეზის აღმოფხვრაა.

ლადო მგალობლიშვილის განცხადებით, მოქმედი კანონით საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭო ვალდებულია ყოველი წლის 1-ელ აპრილს უმაღლეს საბჭოს წარუდგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში, თუმცა რეალურად ეს ანგარიში არასრულყოფილია გარე აუდიტის ანგარიშის გარეშე, რაც კანონით განსაზღვრული ვადის შეცვლას საჭიროებს.

ამასთან, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ კანონპროექტის თანახმად, ანგარიშის წარდგენის ვადა გადაიწევს ერთი თვით - 1 მაისამდე, რაც მრჩეველთა საბჭოს საკანონმდებლო ორგანოში ანგარიშის სრულყოფილად წარდგენის საშუალებას მისცემს.