ბათუმში სატვირთო ავტომობილების მძღოლები საპროტესტო აქციას მართავენ

ბათუმში სატვირთო ავტომობილების მძღოლები საპროტესტო აქციას მართავენ

ბათუმში სატვირთო ავტომობილების მძღოლები საპროტესტო აქციას მართავენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი საქართველოდან თურქეთის მიმართულებით გადაზიდვებს ახორციელებდნენ, თუმცა პანდემიის გამო შეფერხდნენ.

ერთ-ერთი მძღოლის თქმით, მათი მთავარი მოთხოვნაა თურქულის მიმართულებით აღდგეს მოძრაობა და საერთაშორისო გადაზიდვებზე ნებართვა მიეცეთ.

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი უმუშევარი დარჩნენ და საბანკო დავალიანებებს ვერ იხდიან. ამასთან, შეკრებილები საწვავზე გაზრდილ ფასსაც აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეები რეაგირებას სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსგან ითხოვენ და ამავდროულად, უყურადღებობაში ადანაშაულებენ.

მათ პროტესტის ნიშნად აეროპორტის გზატკეცილზე მდებარე გაფორმების ეკონომიკური ზონა რამდენიმე წუთით გადაკეტეს.

აქციაზე სამართალდამცავები მივიდნენ, სამართალდამცავებთან დიალოგის შემდეგ აქციის მონაწილეებმა შესასვლელი დროებით გახსნეს და პროტესტს მიმდებარე ტერიტორიაზე აგრძელებენ.