„თბილღვინოს“ ახალი ვიდეორგოლი ნონა გაფრინდაშვილის დაუვიწყარი წარმატების შესახებ

„თბილღვინოს“ ახალი ვიდეორგოლი ნონა გაფრინდაშვილის დაუვიწყარი წარმატების შესახებ

„თბილღვინო“ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველის, ნონა გაფრინდაშვილის ისტორიას ახალი ვიდეოკლიპით მოგვითხრობს.

ვიდეო სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა და ფართო საზოგადოების დიდი მოწონებაც დაიმსახურა. მსოფლიო მასშტაბის წარმატებას არაერთი ქართველი მიახლოებია, მათ შორის კი საპატიო ადგილს სწორედ ნონა გაფრინდაშვილი იკავებს. 1978 წელს ის გახდა ჭადრაკის ისტორიაში პირველი ქალი დიდოსტატი მამაკაცთა შორის.

ვიდეოკლიპში ვხედავთ, თუ როგორ დაიწყო ნონა გაფრინდაშვილის ისტორია ზუგდიდის რკინიგზის სადგურიდან და როგორ მივიდა კალიფორნიამდე, ლოუნ პაინამდე, სადაც ყველაფერი გადაწყდა და ისტორია დაიწერა.

თბილღვინოც გადის იმ გამოწვევებით სავსე გზას, რაც მცირე ქვეყნიდან დიდი, საერთაშორისო წარმატების მისაღწევადაა საჭირო.

„ჩვენი მიზანია, კიდევ მეტად გავცდეთ საქართველოს ფარგლებს და ქართულ ღვინოს მსოფლიო ცნობადობა და წარმატება მოვუტანოთ. ამ გზაზე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმატება კი 2020 წელს ლონდონში, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კონკურსზე The International Wine Challenge, საუკეთესო ღვინოებს შორის „თბილღვინოს“ საფერავის მიერ მოპოვებული ჩემპიონი წითელი ღვინის ტიტულია, რაც ქართული ღვინის ისტორიული გამარჯვებაა“ - ამბობენ თბილღვინოში.

საერთაშორისო აღიარების კუთხით, არც მიმდინარე წელი იყო გამონაკლისი. „თბილღვინომ“ 2021 წელს, მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ კონკურსებზე: International Wine Challenge, International Wine & Spirits Competition და Decanter, 47 ჯილდო მოიპოვა.

ვიდეორგოლის კონცეფცია და სცენარი სააგენტომ „Hans & Gruber“ შექმნა, კლიპის გადაღებაზე კი „კიო ფროდაქშენმა“ რეჟისორ დათო ბორჩხაძესთან ერთად იმუშავა.

(R)