ტრანსმშენმა წყალტუბოში 420 გარემონტებული ბინა ჩააბარა

სამშენებლო კომპანია ტრანსმშენმა ქალაქ წყალტუბოში იძულებით გადაადგილებულ პირთათვის 6 მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები დაასრულა. პროექტი მუნიციპალური განვითარების დაკვეთით განხორციელდა და ჯამში 420 გარემონტებული ბინა ჩაბარდა. პანდემიის მიუხედავად, მშენებლობა შეუფერხებლად მიმდინარეობდა და შეთანხმებულ ვადებში დასრულდა.
სამუშაოები მიმდინარეობდა საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების სრული დაცვით, როგორც პროექტით გათვალისწინებული უსაფრთხოების წესების, ისე კორონა ვირუსის (Covid-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით დამტკიცებული სამედიცინო რეკომენდაციების სრული დაცვით.
აღსანიშავნია, რომ კომპანია ტრანსმშენმა ბოლო სამი წლის განმავლობაში ჯამში 1500 ბინა ჩააბარა და 10 კომერციულ პროექტზე იმუშავა. როგორც კომპანიაში აცხადებენ ტრანსშენის 100 წლოვანი ისტორია გრძელდება და თითოეულ პროექტს კომპანია დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება.
კომპანია ტრანსმშენი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე სამშენებლო კომპანიაა, რომელიც 1929 წლიდან დღემდე სტაბილურად ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. აღსანიშნავია რომ კომპანია ტრანსმშენს პორტფელში არცერთი დაუსრულებელი პროექტი არ აქვს.
(R)

























