მამუკა ხაზარაძე მთიან აჭარაში, სოფელ ვერნების მცხოვრებლებს შეხვდა

მამუკა ხაზარაძე მთიან აჭარაში, სოფელ ვერნების მცხოვრებლებს შეხვდა

მამუკა ხაზარაძე მთიან აჭარაში, სოფელ ვერნების მცხოვრებლებს შეხვდა. პარტია ,,ლელოს” ლიდერმა მოსახლეობასთან შეხვედრისას, ადგილობრივებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერობის კანდიდატები წარუდგინა. მათი ოფიციალური წარდგენა, ბათუმში ხვალ იგეგმება.

სოფელ ვერნებში, მამუკა ხაზარაძემ ადგილობრივებთან ყველა იმ პრობლემაზე ისაუბრა, რაც მაღალმთიან აჭარაში აწუხებთ.

,,სამწუხაროდ, ქვეყნის არასწორი მმართველობის გამო, ბოლო წლების განმავლობაში ახალგაზრდები გადიან სოფლებიდან, ქვეყნიდან და სხვაგან, მეზობელ ქვეყანაში ისეთ საქმეზე მუშაობენ, რაზეც აქ, ასეთ სოფლებშიც შეუძლიათ სწორი მმართველობის შემთხვევაში იმუშაონ. ჩვენ ამის დიდი პოტენციალი გვაქვს - ამიტომ უნდა დავასრულოთ ოცნება და საქმე, საქმე ვაკეთოთ, ჩვენი ქვეყნისთვის, მომავლისთვის”, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

სოფელ ვერნების მოსახლეობის ინფორმაციით, სოფელი მეწყერსაშიშ ზონაშია და გეოლოგების დასკვნის მიხედვით, გასახლებას ექვემდებარება, თუმცა ხელისუფლების განცხადებით, ამისათვის ბიუჯეტი არ არსებობს.

მამუკა ხაზარაძის თქმით, მათი ამოცანაა დაასრულონ 30- წლიანი ერთპარტიული მმართველობა და კოალიციურ მმართველობაზე გადავიდნენ. ამის შეცვლის ერთადერთი საშუალება კი ოქტომბრის არჩევნები და მომავალ წელს სრულად პროპორციულ არჩევნებზე გადასვლაა.

,,არასწორად მოწყობილია და დაგეგმილია დღეს ეს ქვეყანა. ეს ყველაფერი უნდა დამთავრდეს. ჩვენი მიზანია ხალხის ხმა გავაჟღეროთ ყველგან სადაც ხმა მიგვიწვდება. ყველამ უნდა იცოდეს რა ხდება სოფლებში, სადაც არ აქვთ სასმელი წყალი, ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი. დღეს როგორც არასდროს, ხმის ამოღებაა საჭირო. ყველას უნდა უთხრათ, რომ შიშის დაძლევის დროა! ქართველ ხალხს ომის არ შეგვშინებია არასდროს და თუ შეგვეშინდება ვიქნებით ჭაობში. ჩვენი ამოცანაა დავასრულოთ 30- წლიანი ერთპარტიული მმართველობა. ქვეყანას არ ექნება პროგრესი თუ არ იქნება კოალიციური მმართველობა. სოფლის სასიკეთოდ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება კოალიციამ. როგორ შევცვალოთთ ეს ყველაფერი? ამის შეცვლის ერთადერთი საშუალებაა ოქტომბრის არჩევნებია. ეს ნიშნავს, რომ მომავალ წელს გვექნება სრულად პროპორცოილი არჩევნები. ეს იქნება შანსი, რომ ქვეყანა გადავიდეს კოალიციურ მმართველობაზე. მე სადაც ჩავდივარ ყველას ვეუბნები, მიეცით ხმა "ლელოს", ან ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიას. მთავარია ეს ამოცანა გადავწყვიტოთ. მთავარია, ჩვენ ეს რეფერენდუმი ჩავაბაროთ ღირსეულად და მივიღოთ რიგგარეშე არჩევნები. ჩათვალეთ, რომ "ლელოს" საპარლამენტო ტრიბუნა არის თქვენი. ჩვენ სულ ვამბობთ რა არის პრობლემა? - ხალხის ხმა არ ისმის“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.