„ნაციონალური მოძრაობის" წევრი რეზო ხარაზი საგამოძიებო ორგანოებს მიმართავს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის წევრი რეზო ხარაზი აცხადებს, რომ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის არჩილ ჩიქოვანის საქმიანობით საგამოძიებო ორგანო უნდა დაინტერესდეს. როგორც რეზო ხარაზმა ბათუმის მერიის წინ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ბათუმში უკანონოდ გაცემული ნებართვებით მშენებლობები მიმდინარეობს.
„აუდიტის დასკვნაში კორუფციისა და ნეპოტიზმის მაგალითებია, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" ჩაიდინა. მინდა კითხვა დავუსვა ბათუმის მერობის კანდიდატს, იღებს თუ არა პასუხისმგებლობას ამ დანაშაულებრივ ქმედებებზე და გაფლანგულ მილიონებზე? რომლიც არა ჩვენი დასკვნით ან ვინმეს მონაყოლით, არამედ სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში წერია",- აცხადებს რეზო ხარაზი.
























