პრემიერ-მინისტრი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტს ეწვია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლ ბერბიჭაშვილს ეწვია.
“მთავრობის მეთაურმა წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის ტაძარი მოილოცა და ეპარქიის რეზიდენცია დაათვალიერა. მეუფე გრიგოლმა პრემიერ-მინისტრი დალოცა და წარმატებები უსურვა”, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
























