ტერაბანკის ორგანიზებით ბიზნესკლიენტების თანამშრომლებისთვის ვაქცინაციის თემაზე ვებინარი გაიმართა

ტერაბანკის ორგანიზებით ბიზნესკლიენტების თანამშრომლებისთვის ვაქცინაციის თემაზე ვებინარი გაიმართა

ტერაბანკმა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ბანკის ბიზნესკლიენტებს, მათ თანამშრომლებსა და ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვს შორის საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

შეხვედრა ონლაინფორმატში შედგა და მისი მიმდინარეობისას ბიძინა კულუმბეგოვმა იმუნიზაციის პროცესზე, ვაქცინების სახეებზე, მათ შორის განსხვავებებსა და ვაქცინის, როგორც პანდემიასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტიან იარაღზე ისაუბრა. მან აქცენტი იმ არასწორ მითებზეც გააკეთა, რომლებიც აცრებთან დაკავშირებით არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში არსებობს. შეხვედრის ბოლო ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმათა, რომლის დროსაც ბიძინა კულუმბეგოვმა დამსწრეთათვის საინტერესო შეკითხვებს ამომწურავად უპასუხა.

„ჩვენი ბიზნესკლიენტები ამავდროულად არიან დამსაქმებლები, რომლებიც უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. შესაბამისად, მათთვის პანდემიასთან ბრძოლისა და ვაქცინაციის შესახებ სწორი, დეტალური და სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ, როგორც მათი პარტნიორები, მოხარულები ვართ, რომ ბიზნესკლიენტებს ამ კუთხითაც ვეხმარებით“, - აცხადებენ ტერაბანკში.

აღსანიშნავია, რომ ამგვარი ინიციატივა ტერაბანკის მხრიდან პირველი არ არის. ბიზნესკლიენტებამდე, მისი ორგანიზებით, ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა თავად ბანკის თანამშრომლებისთვისაც გაიმართა.

(R)