დასაქმების ხელშეწყობის მიზნით პროექტი განხორციელდა

დასაქმების ხელშეწყობის მიზნით პროექტი განხორციელდა

გორის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ჭრა-კერვა-მოდელირების კურსები კიდევ 24-მა ახალგაზრდამ გაიარა.

“მიმდინარე წელს არასამთავრობო ორგანიზაცია „ნაბიჯი განვითარებისთვის“ მიერ წარმოდგენილი პროექტი „გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად მოწყვლადი 18-29 წლამდე ახალგაზრდების გადამზადება დასაქმების“ მიზნით, უწყებამ „განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში დააფინანსა. სამთვიანი პროექტი, რომლის ჯამური ღირებულება 4410 ლარი იყო, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 180 ლარით დაფინანსდა. გორის მერია ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, აღნიშნულ პროექტს მეხუთე წელია აფინანსებს. 2017 წლიდან დღემდე 162 გადამზადებული ბენეფიციარიდან 80 დასაქმდა“,- აღნიშნულია გორის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.