დავით გაბაიძემ პოლონეთის ქალაქ შვიდნიცას მერი და საქართველოს საპატიო კონსული ვროცლავში საქართველოს მოქალაქეებისადმი გამოჩენილი ყურადღებისა და თანადგომისათვის მადლობის სიგელებით დააჯილდოვა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, საქართველო-პოლონეთს შორის ურთიერთობისა და თანამშრომლობის გაღრმავება-განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, უმაღლესი საბჭოს მადლობის სიგელებით დააჯილდოვა პოლონეთის ქალაქ შვიდნიცას მერი ბეატა მოსკალ-სლანიევსკა და საქართველოს საპატიო კონსული ვროცლავში ვოიჩეხ ვრუბელი. ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.
“პანდემიამ მსოფლიოს მრავალი ქვეყანა დააყენა ურთულესი გამოწვევების წინაშე - ბეატა მოსკალ-სლანიევსკამ და ვოიჩეხ ვრუბელმა კი პოლონეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ფასდაუდაუდებელი დახმარება გაუწიეს, უზრუნველყვეს ისინი საცხოვრებელი პირობებით და შემდგომ სამშობლოში დაბრუნებაში დაეხმარნენ”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოში ვიზიტად მყოფ პოლონურ დელეგაციას უმასპინძლეს ქობულეთშიც, სადაც შვიდნიცასა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
























