ბათუმში სიმაღლიდან ვარდნის შედეგად 8 წლის ბიჭი დაშავდა

ბათუმში სიმაღლიდან ვარდნის შედეგად 8 წლის ბიჭი დაშავდა. იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში გადაიყვანა. როგორც კლინიკაში „ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადეს, ბავშვის მდგომარეობა მძიმეა.
„დაახლოებით ერთი საათის წინ 8 წლის ბიჭი მძიმე დაზიანებებით კლინიკაში შემოიყვანეს, მისი მდგომარეობა მძიმეა და კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში არის მოთავსებული, სადაც სამედიცინო გამოკვლევები უტარდება“, - აცხადებენ კლინიკაში.
























